პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარე კახა კუკავა, საპრეზიდენტო კამპანიას განაგრძობს.
კუკავა არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში რეფერენდუმის ჩატარებას აპირებს. პრეზიდენტობის კანდიდატის განმარტებით, თუ მას ქართველი საზოგადოება მხარს დაუჭერს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტიკაში ახალი ძალები გამოჩნდებიან.
„ჩემი პირველი ბრძანებულებით, მე დავნიშნავ რეფერენდუმს. რეფერენდუმის შესახებ კანონის მე-4 მუხლის თანახმად შეკითხვით: გსურთ თუ არა საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. ვადამდელი არჩევნები ქვეყანას მისცემს საშუალებას , რომ განახლდეს ეს ბოლომდე დამპალი და დაჭაობებული პოლიტიკური სისტემა. ყველანაირ პირობას შევუქმნით ახალ პოლიტიკურ ძალებს, ახალ ადამიანებს, რომ ისინი მოვიდნენ პარლამენტში და ზოგადად ქართულ პოლიტიკაში. ყველა ვისაც მიაჩნია, რომ ვადამდელი არჩევნები არის ქვეყანაში საჭირო, მოვუწოდებ, რომ შეხედოთ 28 ოქტომბერს დანიშნულ კენჭისყრას, როგორც რეფერენდუმს,“ - განაცხადა კახა კუკავამ.