19 ნოემბერი 2024,   19:13
ვრცლად
"მგონია, რომ ხელისუფლება გადადის ანგარიშსწორებაზე“ - სალაძე კობახიძეს პასუხობს

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ანგარიშსწორების მცდელობაში ადანაშაულებს. სალაძის თქმით, ხელისუფლება ხელისუფლება მესამე სექტორისთვის იმ პრობლემის შექმნას ცდილობს, რა პრობლემის წინაშეც დგას სამოქალაქო საზოგადოება აზერბაიჯანსა და შუა აზიის ქვეყნებში.

საია-ს თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისგან სწორედ ძლიერი სამოქალაქო სექტორი გამოარჩევს, თუმცა ხელისუფლების მხრიდან ამ ფაქტის დადებით კონტექსტში აღქმა არ ხდება და ისინი მესამე სექტორზე ზეწოლას ცდილობენ.

რაც შეეხება კობახიძის ბრალდებას, რომლის მიხედვითაც "რუსთავი2"-ის გენერალურმა დირექტორმა ფაშისტური განცხადება გაავრცელა, ხოლო სამოქალაქო სექტორი ფაშიზმის თანამონაწილეა, რადგან ნიკა გვარამიას განცხადებაზე რეაგირება არ მოუხდენია - სალაძე ამბობს, რომ თუ ხელისუფლება თვლის, რომ ნიკა გვარამიას განცხადებები ფაშისტურია შეუძლია მიმართოს შესაბამის უწყებებს, რომლების მსგავს საქმეებს იძიებენ.

„თუ ეს განცხადება ამ მასშტაბის და ასეთი მნიშვნელობის იყო, ამ ქვეყანაში არსებობენ სახელმწიფო სტრუქტურები, რომელთაც ევალებათ მათ შორის ფაშიზმთან და სხვა საერთაშორისო დანაშაულებების  შესწავლა და გამოძიებამ, ასეთ შემთხვევაში ვექტორს ჩვენსკენ ნუ მომართავენ, მიმართონ იმ უწყებებისკენ ვისაც ხელეწიფება გამოძიება.

მე მგონია, რომ ეს შეფასება ბატონი კობახიძის მხრიდან უფრო ემსახურება იმ ორგანიზაციების დისკრედიტაციას, რომელებიც მრავალი წელია ვაკვირდებით არჩევნებს.

თუკი საქართველოს რამე გამოარჩევს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და რეგიონში სხვა ქვეყნებისგან არის ძლიერი სამოქალაქო სექტორი. არაფერი განსხვავებული არ ხდება აზერბაიჯანში და შუა აზიაში იგივე პრობლემებს ვუსმენთ, რასაც დღეს გველაპარაკებიან, რომ თურმე ასეთი შემოწმებები უნდა დაიწყონ.

არავის დასამალი არაფერი აქვს, ჩვენ ყოველწლიურად ვაქვეყნებთ ჩვენს წლიურ  ანგარიშებს, ვისგან საიდან რამდენი თეთრი გვაქვს მიღებული. უბრალოდ, მგონია, რომ ხელისუფლება გადადის ანგარიშსწორებაზე“-აცხადებს სულხან სალაძე.

ირაკლი კობახიძემ ნიკა გვარამიას კრიტიკას ბრიფინგი მოუძღვნა. მან "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორი ფაშისტური განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ რადგან მესამე სექტორი გვარამიას განცხადებებზე არ რეაგირებს ეს ნიშნავს, რომ არასამთავრობო სექტორი ფაშიზმის თანამონაწილეა.

ნიკა გვარამიამ გასულ კვირას სალომე ზურაბიშვილს მოღალატე უწოდა, საზოგადოებას კი მოუწოდა არ დააფინანსონ ხელისუფლების მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო კამპანია.

დღის ამბები