19 ნოემბერი 2024,   19:13
ვრცლად
სადამდე დეგრადირდა ქართული სახელმწიფო, პარლამენტის თავმჯდომარე საგანგებო ბრიფინგებს უძღვნის ნიკა გვარამიას, მოქალაქის სტატუსებს - ნიკა გვარამია

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის ბრალდებებს პასუხობს.

კობახიძემ დღეს "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი პირადი განცხადებების გამო ფაშისტად შერაცხა და მასთან ერთად ფაშისტებად გამოაცხადა ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც გვარამიას პირადი მოსაზრებები არ დაგმო.

"ბრიფინგის ღირსად არ მიმაჩნია პარლამენტის თავმჯდომარე, ამიტომ კომენტარით შემოვიფარგლები. რას მოვესწარით, სადამდე დეგრადირდა ქართული სახელმწიფო, მისი მთავარი ინსტიტუციის ხელმძღვანელი  პარლამენტის თავმჯდომარე, მეორე პირი სახელმწიფოსი საგანგებო ბრიფინგებს უძღვნის ნიკა გვარამიას, მოქალაქის სტატუსებს. ამ ქვეყანას მეტი პრობლემა არ აქვს ჩემი სტატუსების გარდა? ამ ქვეყანაში არ იტაცებენ ადამიანებს, ამ ქვეყანაში არ ჩაჰყავთ სარდაფებში ადამიანები, ეს ქვეყანა არ არის ოკუპირებული, ამ ქვეყანაში არ შიმშილობს მოსახლეობის დიდი ნაწილი, ამ ქვეყანაში არ არის უზარმაზარი დაუსაქმებელი ადამიანების მასა? არ მესმის უბრალოდ. მთავარი არის ის, რომ ჯერ შეხედეთ პარლამენტის თავმჯდომარეს, მერე შემომხედეთ მე, მოუსმინეთ მას და მომისმინეთ მე - ვინ არის ფაშისტი ჩვენ ორს შორის, მე მგონი კითხვის ნიშნები არ დაგრჩებათ.

"მთავარი, რაც უნდოდა პარლამენტის თავმჯდომარეს ეთქვა, რომ მისი შიდა კვლევებით იმარჯვებს სალომე ზურაბიშვილი. მინდა შევახსენო ყველას, განსაკუთრებით მოვუწოდო ცესკო-ს და მარეგურლირებელ კომისიას, რომ ეს არის დაღვევა "ქართული ოცნების" მხრიდან, იმიტომ რომ კვლევების გამოქვეყნებას აქვს თავის წესი, ასე უბრალოდ ვიღაც იგებs და ვიღაც აგებს, ამის ასე თქმა არ შეიძლება. უნდა გამოქვეყნდეს კვლევები სათანადო წესით და ეს უნდა შემოწმდეს მარეგულირებელი კომისიისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ. ასე რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ყველაფერთან ერთად დაარღვია რამდენიმე კანონი და ძალიან ბევრი მოიტყუა.

"პირველ რიგში, არცერთი კვლევით სალომე ზურაბიშვილი არ იმარჯვებს, მათ შორის არც შიდა კვლევებით. ჩვენ ამ კვლევების შედეგებიც გვაქვს, სალომე ზურაბიშვილი მეორე ან მესამე ადგილზეა ნებისმიერი  კვლევით, ისინი იბრძვიან, რომ სალომე ზურაბიშვილი მეორე ტურში რამენაირად გადაათრიონ.

"რაც შეეხება ფაშიზმს, როგორ ამბობს სალომე ზურაბიშვილი? – თუ არ ვცდები, 2 და 2 ოთხიო - ასე თქვა. ომი რუსეთმა დაიწყო არის ფაშიზმი, ისევე როგორც 2 და 2 ვეთანხმები ამ შემთხვევაში ზურაბიშვილს, არის 4. ამიტომ ღალატი, რუსული ფაშიზმი ჩემთვის არის ერთი და იგივე, სალომე ზურაბიშვილი თავისი გამოხტომებით, ქცევით, განცხადებებით არის მოღალატეც და მისი განცხადებებიც ატარებს ფაშისტურ ელემენტებს. ნახეთ როგორ ექცევა ის ჟურნალისტებს. ასე რომ, ჩემთვის ეს არის ორი და ორი ოთხი და მე ვარ მოქალაქე ამ ქვეყნის, ამ ქვეყნის პატრიოტი და დიახ ბევრჯერ გავიმეორებ, სადამდეც საჭიროდ ჩავთვლი, სტატუსის ფორმით იქნება თუ განცხადების ფორმით, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ამ ქვეყნის მოღალატე. მისი განცხადებები ამას ცხადყოფს.

"მე ვმსჯელობ ადამიანის განცხადებებით და ეს განცხადებები არის მოღალატეობრივი, ამ მოღალატეობრივი განცხადებების ავტორის გვერდით დგომა მიმაჩნია დახმარებად ღალატში. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ამ ქალის გაპრეზიდენტება, იმიტომ რომ ის არის პუტინის პროექტი, ის არის მოღალატე,“-ამბობს ნიკა გვარამია.

 

დღის ამბები