19 ნოემბერი 2024,   19:13
ვრცლად
ვიღაცას ძალიან უნდა, რომ ბურჭულაძე ქვეყნიდან წავიდეს - პაატა ბურჭულაძის მეუღლე, ანგელა ვასილენკო

პაატა ბურჭულაძის მეუღლე პროკურატურის წარმომადგენლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს.

ანგელა ვასილენკომ ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებული დეტალები გაიხსენა. მისი თქმით, ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა.

ანგელა ვასილენკო ამბობს, რომ მისი მეუღლის წინააღმდეგ შავი PR-ით არიან დაკავებულები, რაც მისი აზრით, მიმართულია იმისკენ, რომ პაატა ბურჭულაძემ ქვეყანა დატოვოს.

„არაფერი აქვთ სათქმელი. პირველ, რიგში, ჩვენ არ ვსარგებლობდით სახელმწიფო თანხებით, ის იყო კონკრეტული სპონსორებისგან, ვაკეთებდით შესანიშნავ პროექტებს. საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა, ენახა უდიდესი ადამიანები ფონდის წყალობით. ადამიანები, რომლებიც შავი PR-ით არიან დაკავებული, ანადგურებენ არა მარტო პაატა ბურჭულაძის სახელს, არამედ საქველმოქმედო ფონდსაც. ვიღაცას ძალიან უნდა, რომ ბურჭულაძე ქვეყნიდან წავიდეს,“ - განაცხადა ანგელა ვასილენკომ.

მოსამართლის თანდასწრებით ვასილენკოს დაკითხვა 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა. 

„ფონდ იავნანას“ წინააღმდეგ გამოძიება თანხების გაფლანგვისა და მითვისების მუხლით ორი წლის წინ დაიწყო და ამ პროცესის გამო ფონდი დღემდე სრულფასოვნად ვეღარ ფუნქციონირებს.

 

დღის ამბები