„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, წინასაარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბანკი „ქართუდან“ მილიონი ლარი ისესხა, თუმცა რა ვადით უცნობია.
ამ დროისათვის კანდიდატს ოფიციალურ დოკუმენტაციაში ისიც არა აქვს მითითებული, გადაიხდის თუ არა სესხის პროცენტს და რა რაოდენობის იქნება ეს თანხა.
ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშიდან გახდა ცნობილი.
მოუწევს თუ არა ზურაბიშვილის სესხის დაფარვა გადასახადების გადამხდელებს - საარჩევნო კოდექსის მიხედვით, კანდიდატს, რომელიც არჩევნებში ხმათა 10%-ზე მეტს დააგროვებს, კამპანიაზე გაწეული ხარჯების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 1 მილიონის მოთხოვნის უფლება აქვს.
ანალოგიურ ხერხს მიმართა 2016 წელს „ქართულმა ოცნებამაც“. მაშინ ივანიშვილის პარტიამ ივანიშვილის ბანკისგან 1 მილიონი ლარი 4 თვის ვადით ისეხდა. სესხის განაკვეთი 11% იყო.