19 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
"მოსახლეობას ამას ვუმარტავდი, რომ ომი დაიწყო რუსეთმა" - გორის მერი განმარტებებს აკეთებს და კონდოლიზა რაისს ბოდიშს უხდის

გორის მერი საკუთარ განცხადებებზე განმარტებას აკეთებს.  კონსტანტინე თავზჯარაშვილი, რომელმაც ომის დაწყებაში საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულა და თქვა, რომ ცხინვალი ქართულმა მხარემ დაბომბა განმარტავს, რომ ის მოსახლეობას მხოლოდ რუსულ პროვოკაციებზე ესაუბრებოდა. 

თავზარაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე ის ამბობდა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო, თუმცა საქართველოს ხელისუფლებას შეეძლო რუსული პროვოკაცია თავიდან აეცილებინა და საომარ მოქმედებებში არ ჩართულიყო. 

„მე მოსახლეობას ამას ვუმარტავდი, რომ ომი დაიწყო რუსეთმა, მაგრამ იყო ისეთი პროვოკაციები რუსეთიდან გამოწვეული, რომ ჩვენს მთავრობას მაშინდელ ხელისუფლებას შეეძლო ეს პროვოკაციები აეცილებინა და  ამ ომშია რ ჩაბმულიყო, ამასთან დაკავშირებით ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც გახსოვთ ალბათ კონდოლიზა რაისი, მაშინდელი ელჩი მაილსი აფრთხილებდნენ მიხეილ სააკაშვილს, რომ პროვოკაციები იქნებოდა და არ წამოგებოდნენ ამ პროვოკაციებს"-ამბობს თავზარაშვილი.

თავზარაშვილი ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივნის მისამართით რასისტული კომენტარის გაკეთების გამო ბოდიშს იხდის. მან კონდოლიზა რაისს "ზანგი" უწოდა. 

„მე ნამდვილად არ მახსოვს ასეთი რაღაცა თუ მექანიკურად რაღაც წამომცდა ამაზე ბოდიშს ვუხდი“-ამბობს თავზარაშვილი.

რაც შეეხება საარჩევნო აგიტაციას. თავზარაშვილი უარყოფს, რომ მოსახლეობას სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

„მე ვუჭერ სალომე ზურაბიშვილს მხარს. რა თქმა უნდა მე ვეუბნები.  მე რაც არ უნდა მოვუწოდო მათ თავის აზრი აქვთ. დარწმუნებული ვარ საღი აზრი გაიმარჯვებს და გაიმარჯვებს ის კანდიდატი რომელიც ნამდვილად ღირსია“-ამბობს თავზარაშვილი.

დღის ამბები