19 ნოემბერი 2024,   19:24
ვრცლად
ხმაური რუსთავში - სალომე ზურაბიშვილს აქციით დახვდნენ, ადგილზე სასწრაფოს გამოძახებაც გახდა საჭირო

”ქართული ოცნების” კანდიდატს რუსთავში საპროტესტო შეძახილებითა და აქციით დახვდნენ. აქციის მონაწილეები ზურაბიშვილის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს აპროტესტებდნენ, სადაც საპრეზიდენტო კანდიდატმა საქართველო ომის დაწყებაში დაადანაშაულა. 

მათ ზურაბიშვილთან გასაუბრებაც სურდათ, თუმცა მათთან საპრეზიდენტო კანდიდატი არ მისულა. აქციის დროს ”ქართული ოცნების” აქტივისტებთან დაპირისპირებაც მოხდა. ადგილზე სასწრაფოს გამოძახებაც გახდა საჭირო.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, მას ”ქართული ოცნების” წარმომადგენელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.  აქციის მონაწილეებს უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკავძე შეხვდა. აქციის მონაწილეებმა მისი ადგილზე მისვლა გააპროტესტეს. 

„თალაკვაძე მოვიდა და სამარცხვინოდ მოგვიკითხა, ჯერ პასუხი იმაზე არ გაგვცა, რატომ არ შეგვიშვეს ადამიანები შეკითხვის დასასმელად, მერე უსამართლო იძალადეს ჩვენზე,“ - ამბობს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.  

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა დაუშვებელია.

„მან განაცხადა, რომ საქართველომ ომი დაიწყო 2008 წელში. 2008 წელში საქართველოს ომი არ დაუწყია. ჩვენი საჯიშე ბიჭები ისე ამოგვიხოცეს, რომ არავინ აღარ დაურჩათ იმ ხალხს. სირცხვილია ესეთი ქალბატონის პრეზიდენტად დასმა საქართველოში,“ - განაცხადა აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ.

 

 

დღის ამბები