19 ნოემბერი 2024,   19:18
ვრცლად
ივანიშვილის დავალებების შემსრულებელი - გუგავა "სამართლიანი არჩევნების" მიერ ნათელაშვილის არჩევნებიდან მოსხნის მოთხოვნას აკრიტიკებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ აუდიტის სამსახურში საჩივარი შეიტანა. საქმე ეხება გელათობის დღესასწაულზე შალვა ნათელაშვილის მხარდამჭერის მხრიდან ეკლესიასთან მჯდომი მოწყალების მთხოვნელისთვის 5 ლარით დახმარებას.

არასამთავრობო ორგანიზაცია ამ ფაქტის გამო შალვა ნათელაშვილის საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოხსნას ითხოვს, რადგან მათი განმარტებით, ეს იყო ამომრჩევლის მოსყიდვა.

გიორგი გუგავას განცხადებით კი, ეს არის მიზანმიმართული ქმედება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომ მთავარი კონკურენტი საარჩევნო კამპანიიდან ჩამოიშოროს.

„ეს ორგანიზაცია არის სწორედ ივანიშვილის დავალებების შემსრულებელი და სხვა ვერაფერი რომ ვერ მოიფიქრეს, ასეთი ხერხებით ცდილობენ შალვა ნათელაშვილის განეიტრალებას, რაც არ გამოუვათ,“ - აცხადებს გუგავა.

დღის ამბები