"შენების" პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი ამომრჩეველს ქუთაისში შეხვდა. დავით უსუფაშვილმა მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამა გააცნო.
მისი თქმით, ის იქნება საქართველოს და არა რომელიმე პარტიის პრეზიდენტი. დავით უსუფაშვილის თქმით, ის იმუშავებს, როგორც მმართველ პარტიასთან, ასევე ოპოზიციასთან შეთანხმებულად და საქართველოს გარეთ ორივე მხარის ინტერესებს გაატარებს.
"ჩვენ ძალიან მცირე შესაძლებლობა გვაქვს წინასაარჩევნოდ. მე რომ ვუყურებ, ჩემ წინ მსგავს შეხვედრებზე მიკროფონების რაოდენობა მცირდება, კი არ იზრდება. რადგან მთავარმა მოთამაშეებმა გადაწყვიტეს, დანარჩენი სუბიექტები პოლიტიკური ასპარეზიდან გაგვაქრონ და არსებობდეს მხოლოდ მიშას გუნდი და ბიძინას გუნდი, დანარჩენები კი მხოლოდ ანტურაჟის როლს ვასრულებდეთ. მათი მთავარი მისია კი არის, დაამტკიცონ, ვინ უფრო უარესია,"-განაცახადა უსუფაშვილმა.