05 ოქტომბერი 2024,   15:37
ვრცლად
ჩერნიგოვსკის რეგიონში, სადაც უკვე მეორე დღეა საბრძოლო მასალის საწყობი იწვის, ამ დრომდე ისმის აფეთქებების ხმა

უკრაინაში ჩერნიგოვსკის რეგიონში, სადაც უკვე მეორე დღეა საბრძოლო მასალის საწყობი იწვის, ამ დრომდე ისმის აფეთქებების ხმა. ადგილზე სახანძრო სამსახურებია მობილიზებული. 

ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოები მას შემდეგ დაიწყება, რაც თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი არსენალის ტერიტორიაზე, აფეთქებების ინტენსივობა შემცირდება.

საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად, ცეცხლი გაუჩნდა რამდენიმე შენობას საწყობის ტერიტორიის გარეთაც. საფრთხის გამო რეგიონში შეწყდა სარკინიგზო მიმოსვლა, ჩაიკეტა მაგისტრალები და საჰაერო სივრცე.

დღის ამბები