19 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
დავით ბაქრაძე აფხაზთა კრების წარმომადგენლებს შეხვდა

 „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი პარტიის ლიდერებთან ერთად აფხაზთა კრების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე, შიდა და გარე საფრთხეებზე, წინასაარჩევნო გარემოზე, ევროპული საქართველოს საარჩევნო პროგრამაზე.

დევნილთა პრობლემების გადასაჭრელად რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლისა და დეოკუპაციის საკითხების მოსაგვარებლად დავით ბაქრაძესა და აფხაზთა კრების წარმომადგენლებს შორის შეხვედრები საპარლამენტო უმცირესობის ფორმატშიც პერიოდულად გაიმართება.

აფხაზთა კრების წარმომადგენლებს, ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ საპრეზიდენტო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლების სტრუქტურების რეფორმა.

აფხაზთა კრების წარმომადგენელის თქმით, დავით ბაქრაძის გაპრეზიდენტების შემთხვევაში შეიქმნება გარკვეული სტრუქტურები რომლებიც უზრუნველყოფენ კომუნიკაციას დევნილებსა და პრეზიდენტს შორის და ასევე საპარლამენტო უმცირესობასთან ერთად შეიქმნება არჩევნების შემდეგ მუდმივმოქმედი ფორმატი.

„ვისაუბრეთ ყველა იმ თემაზე, რაც არის მნიშვნელოვანი და პრობლემური დღეს დევნილებისთვის და შევთანხმდით იმაზე, რომ ერთის მხრივ ჩვენი საპარლამენტო ჯგუფი და დელეგაცია სამი ფრაქციის სახით იმოქმედებს როგორც დევნილების ხმა პარლამენტში და დევნილების ინტერესების დამცველი პარლამენტში და მეორეს მხრივ, მე როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი ვაცხადებ, რომ დევნილების პრობლემა მათი დაცვა და მათი პირობების გაუმჯობესება იქნება ჩემი ერთ-ერთი მთავარი სამოქმედო პრიორიტეტი მომავალში,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

დღის ამბები