19 ნოემბერი 2024,   19:29
ვრცლად
125 ათასი შშმ პირი დატოვეს პენსიის ზრდის გარეშე - ოპოზიცია ბიუჯეტის პროექტს იწუნებს

130 ათასამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, პირველი იანვრიდან გაზრდილ პენსიას ვერ აიღებს. ბიუჯეტში მათთვის თანხები გათვალისწინებული არ არის.

"ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, პენსია მხოლოდ ასაკით პენსიონერებისთვის და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის იზრდება.

„მოხდა პენსიების ზრდა მხოლოდ ასაკით პენსიონერებზე და 125 ათასი შშმ პირი დატოვეს პენსიის ზრდის გარეშე. 2015 წლის შემდეგ, მათ არ მომატებიათ არცერთი თეთრი. ეს ბიუჯეტი არის ფიქტიური ბიუჯეტი, ტყუილია, რომ იზრდება 300 მილიონით. დაახლოებით 300 მილიონი გადამალული აქვთ და ვინც ბევრს იყვირებს იმას მისცემენ დეკემბერში იმათ მისცემენ ფულს. ამ ადამიანებისთვის 20 ლარით პენსიის ზრდას სჭირდება მხოლოდ 30 მილიონი ლარი,“-აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დეპუტატი, რომან გოცირიძე.

სახელმწიფოსგან გაზრდილ თანხებს ვერ მიიღებენ 23 ათასი მარჩენალდაკარგული და 125 ათასი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.

„ასაკით პენსიონერებს ნამდვილად სჭირდებათ 50 ლარით მომატება, როგორც ამას „ევროპული საქართველო“ დიდი ხანი ამბობს, მაგრამ ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს შშმ პირები, რადგან თუნდაც 2015-2016 წლების 10 და 20 ლარიანი მატება არ შეეხოთ, მეორე ჯგუფის შშმ პირებს, რომელთაც დარჩათ 100 ლარი და დღემდე ითხოვენ მთავრობისგან იმას, რომ პენსიის ზრდა შეეხოთ მათაც“-ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი.

დღის ამბები