პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ და სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი კანდიდატი ერთადერთია, ვისაც "ნაციონალური მოძრაობის" დამარცხების ძალა შესწევს და დღეს ის უალტერნატივოა.
მმართველი გუნდის დეპუტატი საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებსაც ეხმაურება. ჟორჟოლიანი ამბობს, რომ შეფასებებში ზურაბიშვილს ეთანხმება და მიიჩნევს, რომ 2008 წელს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის პროვოკაციებს წამოეგო და არასწორი ნაბიჯები გადადგა.
"ჩვენ ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ეს გადაწყვეტილება 28 ოქტომბერს უნდა მოხერხდეს ცვლილებები, ნაციონალური მოძრაობა და მასთან ასოცირებული ჯგუფები უნდა ჩამოშორდნენ პოლიტიკურ ასპარეზს. მხარი დავუჭიროთ უალტერნატივო კანდიდატს, რომელსაც შეუძლია ეს განახორციელოს და პოლიტიკურ ასპარეზს პრაქტიკულად ჩამოაშოროს ნაციონალური მოძრაობა და მისი მემკვიდრეები, ეს არის სალომე ზურაბიშვილი.“ - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.