19 ნოემბერი 2024,   19:25
ვრცლად
„ასეთი ფარული ტექნოლოგიებით არჩევნები ჯერ არ ყოფილა“ - გოგი წულაია

პარტია "თავისუფალი საქართველოს" საპრეზიდენტო კანდიდატის, კახა კუკავას შტაბის უფროსი ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემოს კრიტიკულად აფასებს. გოგი წულაიას თქმით, წინასაარჩევნო პერიოდი სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ამომრჩევლების მოსყიდვისა და დაშინების ფონზე მიმდინარეობს.

„კომისიები შეიქნა მთლიანად ნათესაური, მეგობრული და ოცნებური, რომელიც სტალინს აქვს ნათქვამი: "ვინც ითვლის, ის იგებსო" და ზუსტად ამაზე ჰყავთ მიყვანილი კომისიები, რო დამთვლელები არიან მხოლოდ ისინი. ეს ხო აპრიორი გაყალბებულია რასაც უნდათ იმას დაითვლიან. პირდაპირ მიდის ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშანტაჟება, უკვე სიების შედგენა. ასეთი ფარული ტექნოლოგიებით არჩევნები ჯერ არ ყოფილა,“-განაცხადა გოგი წულაიამ.

ოპოზიციური პარტიის ლიდერი ხელისუფლებას არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მასობრივ საპროტესტო აქციებს აანონსებს.

დღის ამბები