19 ნოემბერი 2024,   19:11
ვრცლად
„მე არ ვარ და არასოდეს ვიქნები ლეგალიზაციის მომხრე" - სალომე ზურაბიშვილი

„მე არ ვარ და არასოდეს ვიქნები ლეგალიზაციის მომხრე,“- ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ქვემო ქართლის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.  

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის ახალგაზრდები ზოგჯერ თავიანთი თავისგანაც კი უნდა დაიცვან. პრეზიდენტობის კანდიდატი მარნეულის, ბოლნისის და დმანისის მცხოვრებლებს ხვდება.

„საქართველოს ბევრ სხვა რეგიონშიც, ასევე სამწუხაროდ, არის ეს საკითხი ძალიან მტკივნეული - ეს არის მარიხუანას, ნარკოტიკების საკითხი. მე არ ვარ და არასოდეს ვიქნები ლეგალიზაციის მომხრე. მე ვარ დედა და ბევრი დედა მოვიდა ჩემთან ამ საკითხით და მე სრულიად ვიზიარებ მათ ამ კუთხით ძალიან დიდ მწუხარებას, რომ შეიძლება ეს სხვანაირად იყოს გამოყენებული, სხვანაირად გაგებული ახალგაზრდების მიერ. მე ვარ დარწმუნებული, რომ ამ ქვეყნის მომავალი ჩვენი ახალგაზრდები არიან, თქვენი ახალგაზრდები. ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ისინი დავიცვათ ზოგჯერ თავიანთი თავის წინააღმდეგ,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

დღის ამბები