"ქართუ ბანკის" პირველი განმარტება სალომე ზურაბიშვილისთვის 1 მილიონის სესხებასთან დაკავშირებით - კომერციული დირექტორი ამბობს, რომ ბანკმა კანონით დადგენილი რეგულაციების მიხედვით იმოქმედა, ამავდროულად განმარტა ისიც, რომ ბანკს ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემა შეზღუდული აქვს. ბიძინა ივანიშვილის "ბანკ ქართუში" დარწმუნებულები არიან, რომ სალომე ზურაბიშვილი 1 მილიონს უკან დააბრუნებს.
"ყველა ძირითადი პარამეტრი დააკმაყოფილა, რაც გააჩნია ბანკს მსესხებელთან მიმართებაში, პოლიტიკა არაფერ შუაშია რ არის, ეს არ არის ტიპიური სამომხმარებლო სესხი,"-განაცხადა ”ქართუ ბანკი”-ს კომერციულმა დირექტორმა ზურაბ გოგუამ.