საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია არ გამორიცხავს, რომ ფარცხალაძისა და "ომეგა ჯგუფის" საქმეზე აგორებული სკანდალის უკან კონკრეტული პირების პოლიტიკური დაინტერესება იდგეს.
სწორედ ამიტომ კაკულია ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ მყარი არგუმენტები უნდა წარმოადგინოს. დეპუტატის განცხადებით, უმრავლესობის წევრებს უნდა შეეძლოთ იმის მტკიცება, რომ მმართველ გუნდში ელიტური კორუფცია არ არის.
„ცხადია ამ ყველაფრის მერე გონივრული ეჭვიც ჩნდება და მოთხოვნაცაა, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციაციყოს დაცული. შესაძლოა, ამ აგორებულ სკანდალში ბევრი პოლიტიკურად დაინტერესებული პირი მონაწილეობდეს და ინტენსივობა მოწოდების ინფორმაციის ქმნიდეს ამ საზოგადოებრივ აზრს. მაგრამ მე მგონია, რომ მაშინ ხელისუფლებამაც საკუთარი ქმედებების ინტესივობით უნდა დააბალანსოს ეს და ისეთი სიცხადე შემოიტანოს ამ თემაში, რომ მე და სხვა ადამიანებს, რომელსაც არ გვაქვს წვდომა ყველა ინფორმაციასთან , მაღალი ხარისხით შეგვეძლოს იმის მტკიცება, რომ ჩვენს გუნდში მაღალი ხარისხის ეშელონებში არავითარ კორუფციულ ქმედებებს ადგილი არ აქვს,“-ამბობს რომან კაკულია.
ქვეყენაში ელიტურ კორუფციის არსებობას კატეგორიულად გამორიცხავს მართველი გუნდის უმრავლესობა. ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის გამდიდრების გზებზე საუბარს "ქართულ ოცნებაში" თავს არიდებენ, თუმცა ამბობენ, რომ ფარცხალაძის ადვოკატის განცხადების შემდეგ ბევრი კითხვა გაჩნდა, რომელსაც პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.
„ზოგადი მიდგომა ასეთია, რომ არავი და არაფერი არ დგას კანონზე მაღლა. აქედან გამომდინარე ეს არის იმ კონკრეტული უწყების გადასაწყვეტი ვისი დისკრეციაც არის კონკრეტული გამოძიების დაწყება არ დაწყების საკითხი. ამიტომ ალბათ ამ დეტალებს ნათელი მოეფინება.
დაცვის მხარემ შეიძლება წარმოადგინოს ისეთი დამაჯერებელი არგუმენტები, რომელიც დააჯერებს შესაბამისს სტრუქტურებს რომ აქ არის ყველაფერი ნათელი“- განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ.