19 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვა - "ლეიბორისტული" პარტიის წევრი გიორგი გუგავა აუდიტის სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებოდა

"ლეიბორისტული" პარტიის წევრი გიორგი გუგავა დღეს აუდიტის სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. გუგავას გამოკითხვა ამომრჩევლების შესაძლო მოსყიდვის საქმეს უკავშირდება, თითქოს შალვა ნათელაშვილის ქუთაისში ამომრჩევლებთან შეხვედრისას, მისმა პარტიის წევრმა ფული მისცა მოქალაქეს.

გიორგი გუგავას თქმით, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე განცხადებით, ივანიშვილს შალვა ნათელაშვილის საპრეზიდენტო არჩევნების პროცესიდან მოხსნა სურს.

“როგორც ჩანს ნარკომაფიოზა ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს ხელოვნური მანიპულაციების გზით მისი მთავარი მოწინააღმდეგე და პოლიტიკური მტერი შალვა ნათელაშვილი ჩამოაშოროს საპრეზიდენტო არჩევნებს... ეს მაგონებს შემოდგომის ბუზის საქციელს, რომელიც გრძნობს თავის დასასრულს და ცდილობს მწარედ კბენას.“-განაცხადა გიორგი გუგავამ.

დღის ამბები