19 ნოემბერი 2024,   19:12
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდება

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თბილისში შეხვედრებს განაგრძობს. ჯორჯ კენდტი საპრეზიდენტო კანდიდატების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.

ამერიკის საელჩოში მიმდინარე შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა წინასაარჩევნო გარემო და გამოვლენილი დარღვევებია.

„ჩვენი საუბრის საკმაო ნაწილი დაეთმობა იმ კოორდინირებულ შეტევას არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რასაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტიურად ვხედავთ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. ასევე გვქნება საუბარი სხვა წინაასარჩევნო პერიოდში დარღვევებისა და თუ მიგნებების შესახებ,“- განაცხადა ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ.

დღის ამბები