19 ნოემბერი 2024,   19:20
ვრცლად
"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი პენსიონერებს შეხვდა 

"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი საარჩევნო კამპანიას განაგრძობს. პრეზიდენტობის კანდიდატი პენსიონერებს შეხვდა და მათ საარჩევნო პროგრამა გააცნო.

„ჩვენ უნდა გავაძროთ ივანიშვილებს, ჩხარტიშვილებსკვირიკაშვილებს, ბეჟუაშვილებს ტყავი და აი იმ გაძრობილი ტყავის შემდეგ პენსიაც მოიმატებს და ქვეყანაც ფეხზე დადგება,“ -განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა.

"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერის თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატები, პენსიონერებს პერმანენტულად ატყუებენ, რომ პენსია გახდება 1000-1500-2000 ლარი.

„მე ვიღებ ვალდებულებას და არ ვიძლევი დაპირებას, რომ ჩემი პრეზიდენტობის ყოველ წელს პენსიონერებს მოემატებათ 100 ლარი და ანაბრების დაბრუნება დაიწყება პენსიონერებიდან,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები