19 ნოემბერი 2024,   19:24
ვრცლად
"აფხაზეთი განგრენა არ არის," "მოღალატე" - სალომე ზურაბიშვილს გორში ტრანსფარანტებით ხვდებიან

"აფხაზეთი განგრენა არ არის," "მოღალატე" - პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს გორში აქციით ხვდებიან.

გორში ენმ-ის წევრები და მათი მხარდამჭერები ტრანსფარანტებით ხვდებიან ზურაბიშვილს.

აქციის წევრები სალომე ზურაბიშვილის მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს მოღალატეობრივს უწოდებენ და პრეზიდენტობის კანდიდატს აკრიტიკებენ.

სალომე ზურაბიშვილი მხარდამჭერებთან შეხვედრას გეგმავს. გორში ჩასვლამდე ზურაბიშვილი ხაშურში შეკრებილ მხარდამჭერებს შეხვდა. 

ხაშურში შეხვედრას მცირე ინციდენტი უძღოდა წინ. ერთ-ერთ აქტივისტს სურდა პრეზიდენტობის კანდიდატისთვის შეკითხვის დასმა აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე, თუმცა მას სალომე ზურაბიშვილთან მიახლოების და კითხვის დასმის საშუალება არ მისცეს.

დღის ამბები