„არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიანად და თავისუფლად, დაშინებისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გარეშე,“- ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, თბილისში საკუთარი ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.
ჯორჯ კენტმა მედიისთვის განმარტებები წინასაარჩევნო გარემოზე გააკეთა და აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც არჩევნებს მონიტორინგს უწევენ.
„შეერთებული შტატები მხარს უჭერს ორგანიზაციებს, რომლებიც არჩევნების მონიტორინგს ახორციელებენ, მათ შორის არის ეუთო. ველაპარაკე, როგორც ეუთოს, ასევე NDI-ისა და IRI-ის წარმომადგენლებს, რომლებიც 20 წელია, მუშაობენ საქართველოში,“- განაცხადა ჯორჯ კენტმა.