05 ოქტომბერი 2024,   16:05
ვრცლად
თურქეთის სპეცსამსახური საკონსულოში საუდელი ჟურნალისტის მკვლელობის დამადასტურებელ ვიდეომასალებს ფლობს

თურქეთის სპეცსამსახური საკონსულოში საუდელი დისიდენტის მკვლელობის დამადასტურებელ ვიდეო და აუდიომასალებს ფლობს.

ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია BBC-ს უწყებასთან დაახლოებულმა პირმა მიაწოდა.

თურქული მედიის ცნობით, ერთ-ერთი ვერსიით, ჯამალ ხაშოგიმ საკუთარი მკვლელობის პროცესი ეფლის საათით ჩაწერა და ფაილი მობილურ ტელეფონსა და აიქლაუდის პირად სეიფში გადააგზავნა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა საუდელი ჟურნალისტის გაუჩინარებასთან დაკავშირებით სიმართლის დადგენა მოითხოვა.

ჯამალ ხაშოგის ბედი 2 ოქტომბერს სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ უცნობია. ვარაუდობენ, რომ ის დიპლომატიურ უწყებაში საუდის არაბეთიდან ჩასულმა აგენტებმა მოკლეს.

დღის ამბები