05 ოქტომბერი 2024,   16:03
ვრცლად
თურქეთის ციხიდან გათავისუფლებულმა ამერიკელმა პასტორმა ქვეყანა დატოვა

თურქეთის ციხიდან გათავისუფლებულმა ამერიკელმა პასტორმა ქვეყანა დატოვა. ენდრიუ ბრანსონი ქალაქ იზმირიდან შეერთებული შტატების სამხედრო თვითმფრინავით გაემგზავრა.

ის თურქეთში ქურთ მებრძოლებსა და ფეტჰულა გიულენის მოძრაობასთან კავშირის ბრალდებით დააკავეს და სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სასულიერო პირმა ციხეში ორ წელზე მეტი გაატარა.

ენდრიუ ბრანსონის გათავისუფლებას მიესალმა დონალდ ტრამპი.

ოჰაიოში მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პასტორი თეთრ სახლს, სავარაუდოდ, დღესვე ესტუმრება.

ვაშინგტონში ჩასვლამდე სასულიერო პირს სამედიცინო შემოწმებას გერმანიაში ჩაუტარებენ.

დღის ამბები