19 ნოემბერი 2024,   19:22
ვრცლად
გლდანში, გობრონიძის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

გლდანის რაიონში, გობრონიძის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. გზის ამ მონაკვეთზე წყლის დაზიანებული კოლექტორები იცვლება, რის გამოც, ცოტა ხნის წინ გზა ჩავარდა და მიმდებარე კორპუსებში მცხოვრებ მოსახლეობას სერიოზულ საფრთხე შეექმნა.

დაზიანებული კოლექტორის აღდგენითი სამუშაოები გზის სავალი ნაწილიდან 15 მეტრ სიღრმეზე მიმდინარეობს.

რეაბილიტაცია ასევე გზის 20-მეტრიან მონაკვეთს უტარდება.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე, გაეცნო. 

დღის ამბები