19 ნოემბერი 2024,   19:29
ვრცლად
მკვდარი სულები საარჩევნო სიებში - ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდი არჩევნებს გააყალბებს

საარჩევნო სიებში მკვდარი სულები არიან დარეგისტრირებულები. ქვეყნის მასშტაბით ბინის ასობით მფლობელებმა აღმოაჩინა, რომ მათ სახლებში სრულიად უცნობი ადამიანების დაარეგისტრირეს, რომელიც ცხოვრებაში ერთხელაც არ უნახავთ.

სრულიად უცნობი ოთხი ადამიანი ირაკლი ოქრუაშვილის საცხოვრებელ სახლში დაარეგისტრირეს.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს ეჭვი აქვს, რომ ქართული ოცნება საარჩევნო მანიპულაციებისთვის ემზადება და მკვდარ სულებს სხვების სახლებში არეგისტრირებს.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ხარვეზიანი საარჩევნო სია ხელისუფლების გეგმის ნაწილია და მმართველი გუნდი არჩევნებს გააყალბებს.

ისინი ამომრჩევლებს მოუწოდებენ, საარჩევნო სიასთან დაკავშირებით დაფიქსირებული ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში, ინფორმაცია მიაწოდონ.

იუსტიციის სამინისტროსა და ცესკო-ში მონაცემების დუბლირებას ან გარდაცვლილი ამომრჩევლების არსებობას არ გამორიცხავენ. თუმცა განმარტავენ, რომ მაგალითად, სიაში ე.წ. მკვდარი სულების არსებობის შემთხვევაშიც კი, მათი ხმით ვერავინ ისარგებლებს.

ცესკოში აცხადებენ, რომ ამომრჩეველთა ბარათების წინასწარ დარიგების მიზანიც სწორედ სიის დახვეწა და შეცდომების ჩასწორებაა. თუმცა ამომრჩევლებს, რომლებსაც აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ შესაბამისი უწყებებისთვის ჯერ არ მიუმართავს, წლევანდელ არჩევნებზე ამის შესაძლებლობა უკვე აღარ აქვთ.

იუსტიციის სამინისტრომ პოტენციურ ამომრჩეველთა სიის ფორმირების ეტაპი დაასრულა და 3 558 437-კაციანი სია საარჩევნო ადმინისტრაციას გადასცა.

დღის ამბები