19 ნოემბერი 2024,   19:28
ვრცლად
შალვა ნათელაშვილი საარჩევნო ეგზიტპოლების შესაძლო გაყალბების შესახებ საუბრობს

„ლეიბორისტული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, საარჩევნო ეგზიტპოლების შესაძლო გაყალბების შესახებ საუბრობს. შალვა ნათელაშვილის განცხადებით, მმართველმა პარტიამ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლების გაყალბება უკვე დაიწყეს. პარტიის ლიდერი მოუწოდებს პრეზიდენტობის კანდიდატს, რომ არ მიიღონ მონაწილეობა ამ პროცესში.

„ივანიშვილის და სააკაშვილის ბანაკები, ცალ-ცალკე ამზადებენ ყალბ ეგზიტპოლებს, რომელიც უნდა გამოაცხადონ არჩევნების დღეს, 08:00 საათზე და რომელთა შესაბამისადაც, მათი კანდიდატები იქნებიან პირველ ადგილზე, რაც იქნება სრული სიცრუე. მე მოვუწოდებ, პრეზიდენტობის ყველა კანდიდატს, ყველა პოლიტიკურ ძალას, უარი ვთქვათ დანაშაულებრივ ეგზიტპოლებზე,“ -განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

დღის ამბები