05 ოქტომბერი 2024,   15:43
ვრცლად
დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ ჯამალ ხაშოგი გარდაცვლილია

დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ ჯამალ ხაშოგი ცოცხალი აღარ არის. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ ვაშინგტონი ჟურნალისტის გაუჩინარების საქმეზე მიმდინარე სამი სხვადასხვა გამოძიების შედეგებს ელოდება. თურქეთის პოლიციამ ხაშოგის ძებნის არეალი გააფართოვა.

არსებობს ვარაუდი იმის შესახებ, რომ მოკლული ჟურნალისტის ცხედარი ახლომახლო ტყეში ან მინდორში იყოს დატოვებული.

ასევე ანალიზი უტარდება საკონსულოს შენობასა და კონსულის რეზიდენციაში აღებულ სინჯებს და მასალას ხაშოგის დნმ-თან ადარებენ.

არსებობს ოფიციალური ინფორმაცია, რომ ჟურნალისტის ლიკვიდაციის ოპერაციას საუდის არაბეთის სპეცსამსახურის მაღალჩინოსანი კურირებდა.

დღის ამბები