საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი მირიან წიკლაური საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმებას ითხოვს. პარლამენტარი საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომელიც მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციას ეხება.
მირიან წიკლაურს მიაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ გახშირდა კანაფის მოხმარების ფაქტები და განსაკუთრებით საგანგაშო ვითარებაა სკოლებში.
„ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, უნდა არსებობდეს თუ არა, ყოველ შემთხვევაში ასეთი სახით, საკონსტიტუციო სასამართლო. მე ვფიქრობ, რომ ასეთი ფორმით, ასეთი უფლებებით საკონსტიტუციო სასამართლო აღარ უნდა არსებობდეს,“-ამბობს წიკლაური.