საპრეზიდენტო არჩევნებამდე 8 დღით ადრე ევროპულის აქართველოს წევრმა, გიორგი კანდელაკმა, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს წინასაარჩევნო გარემოს მთავარი გამოწვევები გააცნო.
გიორგი კანდელაკმა დარღვევების 6 მთავარი პუნქტი დაასახელა, მათ შორის, ხელისუფლების მიერ მოსახლეობის დაშინება მოსალოდნელი დესტაბილიზაციის მოტივით, ძალადობრივი ფაქტები, რომელიც ამ დრომდე გამოუძიებელია, უკანონო შემოწირულები სახელისუფლებო კანდიდატის ფონდში და ადმინისტრაციული რესურსი გამოყენება სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ.
ოპოზიციური პარტიის მიერ წარდგენილი კონკრეტული ფაქტები, სავარაუდოდ, მესამე სექტორის მიერ მომზადებულ ანგარიშშიც აისახება.
„პირველ რიგში, ეს არის ისტერიის შექმნა ამ რაღაც არეულობების, გადატრიალების და მსგავსი სისულელეების ირგვლივ მთავრობის მხრიდან, რაც არის ამომრჩევლების დაბნევის და დაშინების მცდელობა. რა თქმა უნდა, ასევე არის სახელმწიფო რესურსების და ინსტიტუტების ბოროტად გამოყენება. გარდა ამ ყველაფრისა, ეს ასევე მიზნად ისახავს ევროპული საქართველოს, დავით ბაქრაძის, როგორც ქართული ოცნებისთვის ყველაზე სახიფათო კანდიდატის, რომელსაც შეუძლია ადვილად დაამარცხოს მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი, დავით ბაქრაძის ამ ბოლო კვირის დისკურსიდან გამოდევნის მცდელობაცაა,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.