ინვესტიციები და დაცულობა, საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტების ლეგალური დასაქმება, უცხოეთში ქართველი სტუდენტების დაფინანსება, პენსიისა და სოციალური დახმარებების გაზრდა - ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძე, მხარდამჭერებს აბაშაში ხვდება.
პროგრამული პრიორიტეტების გარდა, დავით ბაქრაძე საზოგადოებას არჩევნებზე მისვლის აუცილებლობაზეც ესაუბრა.
მან მხარდამჭერებს მიმართა, რომ ხვალინდელი საიმედო დღისა და სასიკეთო ცვლილებებისთვის ერთადერთი გზა 28 ოქტომბერს არჩევნებზე მისვლა და საკუთარი გადაწყვეტილების დაფიქსირებაა.
„სამეგრელოში, ისე როგორც არსად სხვაგან, უნდა გვახსოვდეს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და ადგილი არ ჰქონდეს იმნაირ დაპირისპირებას, რომელმაც ქვეყანა ჩააგდო ღრმა უფსკრულში 90-იან წლებში. ამიტომ, ჩვენი მთავარი დაპირებაა, შევცალოთ ცხოვრება, წავიყვანოთ ქვეყანა წინ,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.