05 ოქტომბერი 2024,   16:02
ვრცლად
საუდის არაბეთმა პირველად აღიარა, რომ ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი სტამბოლში საკონსულოში მოკლეს

საუდის არაბეთმა პირველად აღიარა, რომ ჯამალ ხაშოგი საკონსულოში მოკლეს.

ქვეყნის გენერალური პროკურატურის ცნობით, ჟურნალისტი სტამბოლში, დიპლომატიური უწყების შენობაში დაწყებული ჩხუბის დროს გარდაიცვალა, თუმცა, სხვა დეტალები არ გაუვრცელებია.

დისიდენტის ცხედარი ამ დრომდე არ არის ნაპოვნი. თურქეთის პოლიციამ გუშინ ძებნის არეალი გააფართოვა და ცხედარს, საკონსულოს შენობის გარდა, ახლოს მდებარე ტყეშიც ეძებს.

მომხდართან დაკავშირებით საუდის არაბეთში დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე და პრინცის მთავარი მრჩეველი თანამდებობებიდან გადააყენეს, 18 ადამიანი კი დააკავეს. 

დღის ამბები