05 ოქტომბერი 2024,   16:11
ვრცლად
ავღანელები დღეს ახალ პარლამენტს ირჩევენ

ავღანელები დღეს ახალ პარლამენტს ირჩევენ. ხმის მიცემის პროცედურა 32 პროვინციაში მიმდინარეობს. გამონაკლისი კანდაარის პროვინციაა, სადაც არჩევნები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ხელისუფლებამ ერთი კვირით გადაიდო.

მიზეზი დეპუტატობის კანდიდატებზე გახშირებული თავდასხმები და პოლიციის უფროსის მკვლელობა გახდა.

არჩევნების დაწყებამდე თალიბანმა რამდენიმე გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა და მოსახლეობას არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდა.

თალიბები მიმდინარე არჩევნებს "დასავლეთის მიერ მართულ პროცესს" უწოდებენ და საარჩევნო უბნებზე ტერაქტების მოწყობით იმუქრებიან.

მუქარის ფონზე ავღანეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. საარჩევნო უბნებს, პოლიციასთან ერთად, სამხედროები იცავენ.

დღის ამბები