05 ოქტომბერი 2024,   16:02
ვრცლად
მაკედონიის პარლამენტმა ქვეყნის სახელწოდების შეცვლას მხარი დაუჭირა

მაკედონიის პარლამენტმა ქვეყნის სახელწოდების შეცვლას მხარი დაუჭირა. კანონპროექტს 80-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

საკანონმდებლო ორგანოში აცხადებენ, რომ დოკუმენტმა საჭირო ხმების ორი მესამედი უკვე მოიპოვა, მაგრამ პროცესის დასასრულებლად კიდევ რამდენიმე კენჭისყრა უნდა გაიმართოს.

კანონის ამოქმედების შემდეგ კი ჩრდილოთ მაკედონიის რესპუბლიკა ეწოდება, რაც საბოლოოდ, დაასრულებს ნახევარ საუკუნოვან დავას საბერძნეთსა და მაკედონიას შორის.

სახელწოდება იყო მთავარი დაბრკოლება ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანების გზაზე.

ათენი მაკედონიის სახელით ქვეყნის ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანებას ბლოკავდა. საბერძნეთში აცხადებენ, რომ „მაკედონია“ ძველი ბერძნული დასახლების სახელწოდებაა და რომ მსოფლიო რუკაზე მხოლოდ ერთი „მაკედონია“ უნდა არსებობდეს.

სახელწოდების შეცვლაზე მაკედონიამ რეფერენდუმიც ჩაატარა.

დღის ამბები