გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია მმართველი გუნდის მიერ გამოქვეყნებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს ეხმაურებიან, რომლის ზურაბიშვილი არჩევნების პირველივე ტურში იგებს.
გაერთიანების წევრები აცხადებენ, რომ ქართულმა ოცნებამ დეზინფორმაცია გაავრცელა და ის პროცენტული მაჩვენებლები, რომლებიც გააჟღერეს, რეალობას არ ასახავს.
ოპოზიცია ამტკიცებს, რომ კვლევა სტანდარტების დაცვით არ ჩატარებულა და მისი მიზანი საზოგადოებაში არასწორი მოლოდინების შექმნაა.
„ოცნების ხელისუფლება იმდენად მძიმე დღეშია, რომ მან მიმართა დეზინფორმაციის, ქაოსის პრაქტიკას, მათ გამოუშვეს ე.წ. კვლევის შედეგები, რომლის მიხედვით, მათი კანდიდატი პირველივე ტურში იგებს,“ - განაცხადა პოლიტიკური გაერთიანების სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის თავმჯდომარემ, ზურაბ ხარატიშვილმა.
საზოგადოებრივი ორგანიზაციის საქართველო ლიდერთა შორის დამფუძნებელი, მამუკა გამყრელიძე, ამბობს, რომ კანონმდებლობის მიხედვით, ხელისუფლება ვალდებულია, მიუთითოს ორგანიზაცია, რომელმაც კვლევა ჩაატარა, კვლევაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება, საველე კლევის ჩატარების დრო, გამოკითხულთა რაოდენობა და შერჩევის მეთოდი.