გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას პრეზიდენტობის კანდიდატი მარტვილში მოსახლეობას შეხვდა.
გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ხალხი მხარს უჭერს გაერთიანებულ ოპოზიციას და 28 ოქტომბერს პარტიათა კოალიცია გაიმარჯვებს, რის შემდეგაც ხელისუფლების მშვიდობიანი გზით ცვლილება დაიწყება.
ვაშაძის თქმით, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე შურისძიება და დაპირისპირება შეწყდება.
„ჩვენ 28 ოქტომბერს არჩევნები მოგებული გვაქვს, რა ყალბი ციფრებიც არ უნდა აქვეყნოს ქართულმა ოცნებამ. მთავრია, რომ ჩვენ ეს გამარჯვება დავიცვათ არა გაერთიანებული ოპოზიციისთვის, არამედ საქართველოს მომავლისთვის იმიტომ, რომ 28 ოქტომბერი არის რეფერენდუმი საქართველოს მომავალზე,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მარტვილში, გრიგოლ ვაშაძესთან ერთად, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, სანდრა რულოვსიც, იმყოფებოდა.
„ჩვენ აღარ გვაქვს დასაკარგი დრო, ყველა უნდა მივიდეს საარჩევნო უბნებთან, მეზობელი, მეგობარი, ახლობელი, მოკიდეთ ხელი და არავინ დარჩეს სახლში,“ - განაცხადა სანდრა რულოვსმა.