„ევროპული საქართველო“ სპორტის სასახლეში დღეს მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავს. პარტიის მხარდამჭერები საქართველოს ყველა რაიონიდან ჩამოვლენ. მათ სიტყვით მიმართავენ პარტიის ლიდერები და „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი. დავით ბაქრაძე.
„ევროპულ საქართველოს“ და მის კანდიდატს მხარდაჭერას უცხადებს ცნობილი ლიტველი დისიდენტი და ლიტვის პირველი პრეზიდენტი ვიტაუტას ლანდსბერგისი.
ლანდსბერგისი შეკრებილებს ვიდეოს საშუალებით მიმართავს.
„დღეს ჩვენი პარტიისთვის მნიშვნელოვანი დღეა. დღეს დავით ბაქრაძე თბილისში, სპორტის სასახლეში შეხვდება თავის მხარდამჭერებს, ადამიანებს, რომლებიც აპირებენ, რომ სწორედ მას მისცენ ხმა,“ - განაცხადა ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ირაკლი კიკნაველიძემ.