საერთაშორისო გამჭირვალობის ცენტრალური ოფისის დასკვნა, სადაც ხელისუფლების მიტაცებაზეა საუბარი, საგანგაშოა და რეგიონში მსგავსი დასკვნა არცერთ ქვეყანაზე არ მიუღიათ - ეს განცხადება, გაერთიანებულმა ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააკეთეს.
გიორგი ვაშაძემ ამომრჩეველს მიმართა და მოუწოდა საპრეზიდენტო არჩევნებზე ხელისუფლების კანდიდატს მხარი არ დაუჭირონ.
"ახალი საქართველოს” თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის თქმით, ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე იმიჯი სერიოზულად აქვს შელახული.
„ძალიან საგანგაშო განცხადება "საერთაშორისო გამჭვირვალობის ცენტრალური" ოფისის მხრიდან, სადაც საქართველოში არსებული მდგომარეობა შეფასებული არის როგორც სახელმწიფოს მიტაცების პირდაპირი ნიშნები. state capture - ესეთი ტერმინი საქართველოსთან დაკავშირებით არ ყოფილა არასდროს გამოყენებული. ქვეყანას უკვე იმიჯი აქვს ბოლომდე შელახული საერთაშორისო ასპარეზზე,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.