19 ნოემბერი 2024,   19:20
ვრცლად
თბილისში მიწის ზედა მეტროს მშენებლობის იდეა - „სითი ინსტიტუტი" განმარტებას აკეთებს

თბილისში მიწის ზედა მეტროს მშენებლობის იდეას „სითი ინსტიტუტი“ გამოეხმაურა. გენერალური გეგმის ავტორები აცხადებენ, რომ მერიას აღნიშნული ინიციატივა მათ შესთავაზეს.

„სითი ინსტიტუტი საქართველოს“ გენერალური დირექტორის, მამუკა სალუქვაძის  თქმით, სამგორი-ორხევის აეროპორტის მიმართულება პრიორიტეტი იმიტომ გახდა, რომ აქ ინფრასტრუქტურა უკვე არსებობდა და შესაბამისად მშენებლობა ნაკლებ ხარჯთან იქნება დაკავშირებული.

„ბევრად უფრო ნაკლები ხარჯი იქნება, სწორედ ამიტომ არის საუბარი მიწისზედა მეტროზე და არა მიწისქვეშა მეტროზე, რომელსაც რამდენადმე მეტი სახსრების დახარჯვა დასჭირდება,“- განაცხადა სალუქვაძემ.

თუმცა „სითი ინსტიტუტში“ აცხადებენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებამდე დეტალური კვლევა უნდა ჩატარდეს.

„საჭიროებს სიღრმისეულ შესწავლას, გაჟღერდა ასევე, რომ 90 მილიონი შეიძლება დაჯდეს ეს პროექტი. თავად კონცეფცია არის ძალიან კარგი, მაგრამ უნდა კარგად ავწონ-დავწონოთ, რამდენად გამოყენებადი იქნება და გვიღირს ამ რესურსის ჩადება. შესაძლოა, სხვა ალტერნატიული ტრანსპორტი განვავითაროთ და რესურსი უფრო ხელსაყრელი და დაზოგილი იქნას,“- განაცხადა საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა.

დღის ამბები