05 ოქტომბერი 2024,   15:49
ვრცლად
ბირთვული რაკეტების შესახებ შეთანხმებიდან აშშ-ს გასვლის შემთხვევაში, რუსეთი ეფექტურ და სწრაფ რეაგირებას მოახდენს-პუტინი

ბირთვული რაკეტების შესახებ შეთანხმებიდან შეერთებული შტატების გასვლის შემთხვევაში, რუსეთი ეფექტურ და სწრაფ რეაგირებას მოახდენს - ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა იტალიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, თუ ამერიკელები ახალ შეიარაღებას ევროპას გადასცემენ, ბუნებრივია, რომ რუსეთის პასუხი სარკისებური იქნება.

1987 წელს მიხეილ გორბაჩოვისა და რონალდ რეიგანის მიერ გაფორმებული ხელშეკრულება საშუალო და ახლო მანძილის რადიუსში მოქმედი ბირთვული რაკეტების ლიკვიდაციას ითვალისწინებს. დონალდ ტრამპმა კი ერთი კვირის წინ განაცხადა, რომ შეთანხმებიდან გადის, რადგან რუსეთი მას გამუდმებით არღვევს.

დღის ამბები