05 ოქტომბერი 2024,   16:09
ვრცლად
ამერიკელი მაღალჩინოსნებისადმი გაგზავნილი საეჭვო ამანათები, ერთი პირის მიერაა გაგზავნილი - FBI

ამერიკელი მაღალჩინოსნებისადმი გაგზავნილი საეჭვო პაკეტები ერთი პირის მიერაა გაგზავნილი - ამ დასკვნამდე მივიდა FBI, რომელიც გამოძიებას აწარმოებს და გამგზავნი პირის დადგენას ცდილობს.

საეჭვო ამანათები გაუგზავნეს კლინტონებს, ბარაკ ობამას და ჯონ ბრენანს, თუმცა არცერთი მათგანი არ აფეთქდა. სპეცსამსახურმა ყველა პაკეტის განადგურება მოახერხა.

ახლა კიდევ ერთ ამანათს ეძებენ, რომელიც ჯო ბაიდენის სახელზეა გაგზავნილი. საეჭვო ამანათი მიიღო CNN-ის ნიუ-იორკის ბიურომ, რის გამოც შენობიდან ჟურნალისტების ევაკუაცია განხორციელდა.

მომხდარს დონალდ ტრამპი გამოეხმაურა და საზოგადოებას ოპონენტების მიმართ ცივილური დამოკიდებულებისკენ მოუწოდა. პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ამანათების გამგზავნი პირი აუცილებლად დაისჯება.  

დღის ამბები