საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი საქართველოში აშშ-ის ელჩის დანიშვნის პროცესის საჭიანურებას ეხმაურება. ზალკალიანი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საქართველო ბლოკავს აშშ-ის მიერ წარდგენილ კანდიდატურას.
დავით ზალკალიანი განმარტავს, რომ საქართველო არ მონაწილეობს სხვადასხვა ქვეყნის მიერ ელჩების შერჩევის პროცესში.
„როგორ შეიძლება, როგორ წარმოგიდგენიათ ახლა აშშ-სთან, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან ასეთი მაღალი დონის ურთიერთობა გვაქვს და შერჩევის პროცესში, საქართველო სხვა ქვეყნების ელჩების შერჩევის პროცესში საქართველო მონაწილეობას არ იღებს. ეს არის სპეკულაციები და არასერიოზულია ამაზე საუბარი,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობა საქართველოში ამ დრომდე ვაკანტურია. „კურიერს“ ოთხი წყარო უდასტურებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატს ბლოკავს, რადგან ბიძინა ივანიშვილის ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის დანიშვნას ეწინააღმდეგება.
ბრიჯიტ ბრინკი იყო საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე 2011-2014 წლებში, რის შემდეგად ის იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე.