05 ოქტომბერი 2024,   15:51
ვრცლად
პარიზის აუქციონზე Banksy-ის პრინტები გაიყიდა

პარიზის აუქციონზე Banksy-ის პრინტები გაიყიდა. ამჯერად ვაჭრობამ მხატვრის ოინების გარეშე ჩაიარა.

ყველაზე ძვირად, 65 ათას ევროდ Banksy-ის პრინტი გაიყიდა. ნახატში გამოსახულია ზღაპრის გმირი „დოროთი,“ რომელსაც პოლიციელი ჩრეკს.

12 ათას ევროდ გაიყიდა დედოფალი ვიქტორია, უორჰოლის თემაზე შექმნილ მესამე პრინტში მყიდველმა 47 ათასი ევრო გადაიხადა.

ორი კვირის წინ ლონდონის აუქციონზე Banksy-ის ნახატი "გოგონა ბურთით" გაყიდვისთანავე ჩარჩოდან ჩამოცურდა და შიგნით დამონტაჟებული მექანიზმით ფრაგმენტებად იქცა.

ამჯერად ორგანიზატორებმა წინასწარ მიიღეს ზომები და Banksy-ის ყველა პრინტი გაყიდვამდე შეამოწმეს.

დღის ამბები