ამ ქვეყნაში დავბრუნდი არაერთხელ, სულ ვბრუნდები, ჯანრი მეძახდა ბუმერანგს, რომ გაგწევენ მაინც ბრუნდებიო, დავბრუნდი იმიტომ რომ მჯერა ამ ქვეყნის - ასე დაიწყო სალომე ზურაბიშვილმა თავის შემაჯამებელი მიმართვა ამომრჩეველთან.
მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, საქართველოს მეხუთე, მაგრამ პირველი ქალი პრეზიდენტი გახდება.
„დავბრუნდი, როცა ზოგიერთები და ამისთვის დარწმუნებული ვარ კიდევ რაღაც ხმებს ზედმეტს მივიღებ, იმიტომ რომ ზოგიერთები აპირებენ წასვლას, როცა დავბრუნდები.
მე ბევრი რამე დამიწუნეს, სხვათა შორის ენა, და გამახსენდა ერთი მაგალითი, ერთ-ერთ ბალტიური ქვეყნის პრეზიდენტი, ასევე პირველი ქალი პრეზიდენტი დაბრუნდა ემიგრაციიდან კანადიდან, როცა აირჩიეს პრეზიდენტად, დაუწუნეს ენა. მერე შეიყვანა თავის ქვეყანა ევროკავშირში, ნატოში და მერე ისევ აირჩიეს და დარჩა, როგორც ერთ-ერთი ძლიერი პრეზიდენტი. მე ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ, თქვენთან ერთად ოღონდ. მარტო არ დამტოვოთ,“-ამბობს ზურაბიშვილი.