„ძალიან მაღალი ალბათობა არსებობს პირველივე ტურში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების,“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შესაძლებლობას.
ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ მეორე ტურიც გაიმართოს. მისი თქმით, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ამომრჩევლის აქტიურობაზე. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარება.
„დღეს გამოვაქვეყნეთ ჩვენ კვლევის შედეგები, რაც ადასტურებს, რომ ძალიან მაღალი ალბათობა არსებობს პირველივე ტურში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების. აქ ყველაფერი არის უკვე დამოკიდებული ამომრჩევლის აქტიურობაზე, თუ იქნება აქტიური ამომრჩეველი, ამ შემთხვევაში აუცილებლად პირველივე ტურში დასრულდება ეს არჩევნები ქალბატონი სალომეს გამარჯვებით, თუ ასე არ მოხდა, ამ შემთხვევაში, მეორე ტურში, ვიცით, რომ არავის არ ეპარება ეჭვი...
„საარჩევნო შედეგი არის დამოკიდებული ამომრჩევლის აქტიურობაზე. თუ მხარდამჭერები გამოცხადდებიან სრულად, სრულად იქნებიან მობილიზებული ამ არჩევნებისთვის, ამ შემთხვევაში, პირდაპირ დაემთხვევა, რა თქმა უნდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დღეს სპორტის სასახლეში სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მმართველი გუნდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდა ასევე ბიძინა ივანიშვილი მთავრობის წევრებთან ერთად.