19 ნოემბერი 2024,   19:13
ვრცლად
„ნუ დამტოვებთ მარტო" - ზაზა სარალიძის დედის მიმართვა აქციიდან

„ნუ დამტოვებთ მარტო,“- ასე მიმართა ზაზა სარალიძის დედამ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს. მარინა ბეგაძემ მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მისი თქმით, გვერდით შვილი არ ჰყავს, თუმცა ბრძოლას არ შეწყვეტს.

"იმოქმედე დღეს სიმართლისთვის" - რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან, ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

შვილმოკლული მამა რუსთაველის გამზირზე დღეს დააკავეს. ინციდენტი პოლიციელებსა და სარალიძეს შორის მაშინ დაიწყო, როდესაც აქციის მონაწილეები კარვის გაშლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა. ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვის დროს შეუძლოდ გახდა, რის გამოც, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ზაზა სარალიძე დღეს ინგოროყვას კლინიკაში დარჩება.

ამავე თემაზე
დღის ამბები