03 მაისი 2024,   12:25
ვრცლად
„დაუჭერს თუ არა გრიგოლ ვაშაძე დათო ბაქრაძეს მეორე ტურში მხარს?" - ბოკერიას კითხვა გაერთიანებულ ოპოზიციას

დაუჭერს თუ არა გრიგოლ ვაშაძე დავით ბაქრაძეს მხარს მეორე ტურში? - ამ კითხვით ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას მიმართა.

ბოკერიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გრიგოლ ვაშაძისგან კონკრეტულ პასუხს ელოდება.

„მინდა, კითხვით მივმართო გრიგოლ ვაშაძეს და მის გუნდს, მის პოლიტიკურ ხელმძღვანელ სააკაშვილს და ყველას, ვინც იქ არის და ველით კონკრეტულ პასუხს, როდესაც დათო ბაქრაძე გავა მეორე ტურში ამ არჩევნებზე, დაუჭერს თუ არა გრიგოლ ვაშაძე მას მხარს მეორე ტურში. ჩვენ ველით მისგან მკაფიო პასუხს და არ მივიღებთ იმ პასუხს, რომ მე ვიქნები მეორე ტურში. თუ ის ამას გვეტყვის, ის არ იქნება მეორე ტურში, მეორე ტურში იქნება დათო ბაქრაძე, მაგრამ ის რომ ისე თვლიდეს, როგორც მას სურს, მან ყველა შემთხვეაში უნდა გაგვცეს კონკრეტული პასუხი, არის თუ არა ერთგული იმ შეთანხმების, რომელიც იქნა მიღწეული და დაუჭერს თუ არა ღიად მხარს დათო ბაქრაძეს მხარს მეორე ტურში,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

დღის ამბები