05 ოქტომბერი 2024,   16:09
ვრცლად
უინძორის სასახლეში მეგან მარკლისა და პრინც ჰარის საქორწინო კოსტიუმები გამოფინეს

უინძორის სასახლეში მეგან მარკლისა და პრინც ჰარის საქორწინო კოსტიუმები გამოფინეს. ახალი ექსპოზიცია სწორედ ამერიკელი მსახიობისა და პრინც ჰარის შეუღლებას ეძღვნება.

19 მაისს გამართული ცერემონიის დროს, მეგან მარკლს ფრანგული მოდის სახლის Givenchy-ის მიერ შექმნილი კაბა ეცვა. პატარძალს 5 მეტრის სიგრძის ხელით მოქარგული ფატა და დედოფალ ელისაბედ მეორის ბრილიანტის დიადემაც ამშვენებდა.

დამთვალიერებელს სამეფო ქორწილის მზადების შესახებ პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის საუბრის აუდიო ჩანაწერის მოსმენაც შეეძლება.

დარბაზში წყვილის ხელისმომკიდეების - პრინცესა შარლოტისა და პრინცი ჯორჯის, კოსტიუმებიცაა გამოფენილი.

ექსპოზიცია უინძორის სასახლეში იანვრამდე გაგრძელდება.

დღის ამბები