05 ოქტომბერი 2024,   16:11
ვრცლად
ბობმები ტრამპის კრიტიკოსებთან - სეზარ საიოკს ბრალი 5 მუხლით წაუყენეს

პირი, რომელმაც დონალ ტრამპის კრიტიკოსებთან ასაფეთქებელი მოწყობილობები გააგზავნა,  იდენტიფიცირებულია. რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის შეხვედრებსაც ესწერბოდა, პატიმრობა ემუქრება.

56 წლის სეზარ საიოკს, ბრალი ხუთი მუხლით წაუყენეს, მათ შორისაა ასაფეთქებელი მოწყობილობების ტრანსპორტირება და ყოფილი პრეზიდენტისა და მაღალჩინოსნების მიმართ მუქარა.  

ბრალდებული ოთხდღიანი ძებნის შემდეგ ფლორიდაში, ავტომობილების ნაწილების მაღაზიაში, დააკავეს. სამართალდამცველებმა მის კვალს ერთ-ერთ ამანათზე აღმოჩენილი თითის ანაბეჭდის მიხედვით მიაგნეს.

წარსულში არაერთხელ ნასამართლევმა, 56 წლის სეზარ საიოკმა,  საეჭვო ამანათები 14 მისამართზე გაგზავნა, მათ შორის, ობამასთან, კლინტონებთან, ნიუ-იორკში მდებარე სი-ენ-ენის ოფისსა და რობერტ დე ნიროს კუთვნილ რესტორანში.

 

დღის ამბები