19 ნოემბერი 2024,   19:20
ვრცლად
"სისტემური კორუფცია და ორგანიზებული დანაშაული" - ირაკლი კიკნაველიძე "ომეგა ჯგუფის" საქმეზე საუბრობს

ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის პოლიტიკური საბჭოს წევრი, ირაკლი კიკნაველიძე, ომეგა ჯგუფის საქმეს ეხმაურება.

კიკნაველიძე ამბობს, რომ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა სისტემური კორუფციის არსებობა დაადასტურა.

„ბატონი ოქუაშვილის ბოლო კვირების საქმიანობამ ჩვენ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდა და ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდა იმ სისტემური კორუფციის და შეიძლება ვთქვათ, რომ ორგანიზებული დანაშაულის შესახებ, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებაში არსებობს და მათ მიერ იმართება. ჩვენ ძალიან დასაფასებელი ინფორმაცია მივიღეთ და ეს იყო, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი გარღვევაც კი ბოლო წლების განმავლობაში, იმიტომ, რომ დადასტურდა ყველა ის ეჭვი, რაც არსებობდა ქართული ოცნების ხელისუფლების მიმართ,“ - განაცხადა ირაკლი კიკნაველიძემ.

ომეგას თამბაქოს ქარხანამ 3-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ მუშაობა განაახლა. გუშინ გვიან ღამით კომპანიას, აქციზური მარკები გადასცეს, რის შემდეგაც ქარხნის ამუშავება შესაძლებელი გახდა.

ომეგა ჯგუფი უკვე რამდენიმე თვეა, ფინანსთა სამინისტროსგან ითხოვდა აქციზური მარკების გადაცემას, რასაც მოჰყვა ფარული ჩანაწერების გავრცელება, რომელიც სახელმწიფო რეკეტის ფაქტებზე მიუთითებდა.  

დღის ამბები